კანონპროექტის მიხედვით:
“თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში მოღვაწე ამერიკელ მოქალაქეებთან თუ ბიზნეს-კომპანიებთან გაფორმებული ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დადასტურდება, მთავრობასა და ამ დარღვევებთან დაკავშირებულ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ“.
კანონპროექტი საქართველოსთვის შემდეგი სახის სანქციებს ითვალისწინებს:
- აშშ–ის მთავრობის არც ერთმა სააგენტომ (მათ შორის "აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა" და კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-მ) არ გასცეს საქართველოს მთავრობაზე სესხი, საკრედიტო გარანტია, დაზღვევა, დაფინანსება ან სხვა მსგავსი ფინანსური დახმარება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჰუმანიტარული საქონლის, სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების გაცემა;
- აშშ–ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს;
- შესაბამის დარღვევებთან კავშირში მხილებული მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ გამოყენებულ იქნას ზომები მათთვის აშშ-ში ჩასვლის ასაკრძალად და შეერთებულ შტატებში მათი ფულადი ანგარიშები გაიყინოს.
მარკვეინ მულინის კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ ამერიკელ ინვესტორსა თუ კომპანიას შეიძლება ეხებოდეს აღნიშნული ინიციატივა. ის არც დოკუმენტთან არსებულ განმარტებით ბარათშია იდენტიფიცირებული.