თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დასრულების ვადებზე ვერ ისაუბრებს.
მერიის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ვადებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი თბილისის მერია ვერ იქნება, რადგან სამშენებლო სამუშაოებში ქალაქის მთავრობა ჩართული არ არის - “ვადებთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების პროცესში ჩართულები არ ვართ". ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - მშენებლობის პროცესი წლები რომ გაიწელოს ამაზე მერიას რეაგირება თუ ექნებათ, გიგაშვილი პასუხობს, რომ პროექტის დროულად დასრულება მერიის ინტერესშიც არის.
“როგორც თქვენ არ მოგეწონებათ, რომ გაიწელოს და წლები უყუროთ, ისე მე არ მომეწონება და არც მოქალაქეებს. ჩვენი ინტერესიც არის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოსახლეობას დიდი სარეკრეაციო სივრცე ჰქონდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშენებლო ობიექტად იყო განწირული ეს ტერიტორია. ამ შემთხვევაში გარკვეული მოთმინება კარგი იქნება, რომ ჩვენც, თქვენც და მოქალაქეებმა გამოვიჩინოთ. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ერთი წლით იქნება შეფერხება თუ ნახევარი წლით არ უნდა იყოს იმ დონის ზიანი, რა სიკეთეც ამ პარკის მშენებლობით იქნება”, - განაცხადა გიგაშვილმა.
2020 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში, საბურთალოზე მდებარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და ამ ადგილას “თბილისის ცენტრალური პარკი” გაშენდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი