15.დეკემბერი .2019 10:45

კარგი საგადასახადო სისტემა და განათლებული ახალგაზრდები – პოლონეთის სავაჭრო პალატა საქართველოზე

views 393
უკან

პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მარტინ რუტოვიჩის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აქ ძალიან ბევრი განათლებული ახალგაზრდა ცხოვრობს.

მისივე აზრით, საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებისთვის სამუშაო ძალის გარდა, მოქნილი საგადასახადო სისტემაა მიმზიდველი. 

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ის საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც საინტერესოა. აქ ბევრი განათლებული ახალგაზრდა ცხოვრობს, რომელთან ერთადაც მომავალშიც აუცილებლად ვიმუშავებთ. გამოვყოფდი კარგ საგადასახადო სისტემას, რაც ინვესტორებისთვისაც ხელშემწყობი ფაქტორია. მიმაჩნია, რომ რუსეთთან არსებული პრობლემის მიუხედავად, მომავალშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ პოლიტიკურ სტაბილურობას", - განაცხადა რუტოვიჩმა.