მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია. „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.
1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს. დღე ჩვეულებრივი იყო. ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.
ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი.
და მოიგეს! 1 182 454 ლარი!
ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს მილიონერების სტატუსით შეუცვალა.
ახალ მილიონერებს ბევრი გეგმა აქვთ. პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ. კიდევ ბევრ ოცნებას აიხდენენ და სამუდამოდ დაემშვიდობებიან მომავლის შიშით სავსე ცხოვრებას.
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ კვაჭაძეებს „ლოტო 6/42“ -ში მოგებულ 1 182 454 ლარს უახლოეს დღეებში საზეიმოდ გადასცემს.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ