"ყველაზე დიდი ირონიაა, რომ ჩინელები საქართველოში აშენებენ ხიდებს და ჩვენ - სომხეთში", - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა “საქმის კურსის“ ეთერში „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ ქვეყანაში საგზაო ინფრასტუქტურული პროექტების მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოში, საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიების აქტიურად მონაწილეობის საკითხი აქტუალური პოლონეთის ელჩმა გახადა. "მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია," - განაცხადა მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. პოლონელი დიპლომატის განცხადების კომენტირება bm.ge-მ საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს სთხოვა, სადაც განმარტეს, რომ ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებიდან ინტერესი არის, მაგრამ საერთაშორისო ტენდერებში ისინი უმეტესად ვერ ახერხებენ მსხვილი ჩინური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას კვალიფიკაციის და ფასის ნაწილში. თავის მხრივ, პროექტებში ქართული კომპანიების მცირე ჩართულობაზე წუხს ადგილობრივი ბიზნესის ნაწილიც.
„კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "ტენდერებში სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობა უნდა აიკრძალოს და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ ქართულ კომპანიებს, არამედ - ყველას".
“არაფერი კავშირი აქვს საკითხს ჩინელობასთან. დღეს ტენდერებში მონაწილეობს ძირითადად 7 ჩინური კომპანია და ისინი ძირითადად არის სახელმწიფო კომპანიები. მე მაქვს კითხვა - რომელი კომერციული კომპანია გაუწევს კონკურენციას სახელმწიფო კომპანიას?! ეს არის აბსურდი. დიახ, ეს ევროკავშირის ფულია, თუმცა ეს ფული ჩვენი გადასახდელია. ყველა ვზარალდებით. ქართულ სახელმწიფო კომპანიებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში და სხვა ქვეყნების სახელმწიფო კომპანიებს რატომ აქვთ?! ეს არის გაუმჭვირვალე ტენდერების შედეგი, რადგან ვერც ერთი ქართული თუ ევროპული კომპანია ჩინურ კომპანიებს კონკურენციას ვერ გაუწევს. გამოსავალი ალბათ ერთია - ყველა სახელმწიფო კომპანიას აეკრძალოს ტენდერებში მონაწილეობა. არც ერთი ჩინური კომერციული კომპანია არ მონაწილეობს ტენდერებში. თუ ერთი მხარისთვის არის რაიმე შეღავათი, მაშინ მეორე მხარისთვისაც იგივე უნდა იყოს და ეს უნდა ეხებოდეს შეზღუდვებსაც.
როგორც - მერიის, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ვასრულებთ დღესაც ტენდერებს. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომელსაც ვწყვეტთ და ვახერხებთ მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ გვაკლდება თანამშრომლები ავადმყოფობის გამო. გარდა ამისა, სომხეთში გვაქვს ტენდერი მოგებული და ვაშენებთ საკმაოდ დიდ ხიდს. ყველაზე დიდი ირონიაა, რომ ჩინელები საქართველოში აშენებენ და ჩვენ - სომხეთში. დღეს იქაც საკმაოდ დიდი პრობლემებია შესვლა-გამოსვლაზე, მაგრამ სახელმწიფო გვეხმარება“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება