21.იანვარი .2020 11:57

კახა კალაძე: "ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ"

views 546
უკან

"მე მესმის, რომ როდესაც ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, ამან შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება“, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს 40 ახალი ავტობუსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მერის შეფასებით, თბილისის მთავრობა აკეთებს იმას, რაც სჭირდება თბილისს და თბილისელებს.

„ყოველდღიური ჩვენი საქმიანობა მიმართულია იქეთკენ, რომ ის დაპირებები, რაც ჩვენ მიერ იყო გაცემული, იყოს შესრულებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად ეს მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივყვებით ამ პროექტების და რეფორმების განხორციელებას.

მე მესმის, რომ როდესაც ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, გარკვეულწილად ეს შეიძლება იყოს სიახლე, უცხო ადამიანებისთვის და შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება, ამის გარეშე შეუძლებელია წინსვლა.

ზოგიერთ ადამიანს, პირდაპირ ვიტყვი, არ უხარია ქალაქის განვითარება, ქალაქის წინსვლა, ისინი ფიქრობენ, რომ განხორციელებული პროექტები ეს არის „ქართული ოცნების“ მიღწევა, ეს არის მხოლოდ კახა კალაძის მიღწევა... არა, მეგობრებო, ეს არის ჩვენი ყველას მიღწევა. ეს ყველას წარმატებაა, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ; ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ჩვენ ყველა ვისარგებლებთ განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დარწმუნებული ვარ, გულში ყველას უხარია ის წარმატებები, ის სიახლეები, რაც ხდება დედაქალაქში.

ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, წინ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ყველა რაიონში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ყველა ვიამაყებთ იმ პროექტებით, რომელიც ჩვენს ქალაქში განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა