22.სექტემბერი .2021 11:46

კახა კალაძე თბილისის ზღვის მაღლობებზე ახალი უბნის შექმნას აანონსებს

კახა კალაძე თბილისის ზღვის მაღლობებზე ახალი უბნის შექმნას აანონსებს
views 1783
უკან

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად დღეს ურბანული და ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია გამართა. დღესვე დააანონსდა თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე ახალი უბნის შექმნა.

თბილისის ვიცე-მერის თქმით, ახალი უბნის შექმნა ბოლო პერიოდში თბილისის შემოგარენში დასახლებაზე მნიშვნელოვნად გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ჩვენ დავაგეგმარეთ ახალი უბანი, ეს არის 5 მლნ მ.კვ. ტერიტორია, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე და განკუთვნილია ინდივიდუალური განაშენიანებისთვის.

საცხოვრებელი ნაკვეთების რაოდენობა იქნება - 2 353; რეკრეაციული ტერიტორიის ფართობი - 582 357 კვ.მ; სკოლისთვის და ბაღისთვის გამოყოფილი ტერიტორია - 189 969 კვ.მ; გამწვანებული ტერიტორიის ფართობი - 2 422 135 კვ.მ, ხოლო ველობილიკების ჯამური სიგრძე - 4 4036 მ“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ეს მიწის ნაკვეთები გამოყენებული იქნება ასევე სხვადასხვა პრობლემური მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის და მონაცვლეობის მიზნით.

„მთავარი კი ის არის, რომ საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობას მუნიციპალიტეტი სოლიდური თანადაფინანსებით მოახდენს“, - აღნიშნა ვიცე-მერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა