მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძის "ნაადრევი წინასაახალწლო" მიმართვა ბიზნესს

5db0060db4605
თათია ჩაფიჩაძე
23.10.19 11:48
2364
თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესს წინასაახალწლო ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მერმა ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება თავის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა.

„საახალწლო ღონისძიებებს როცა ვატარებთ, ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და მათი ჩართულობით ვახორციელებთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს. ნაადრევად, ახლაც მინდა რომ მივმართო მათ, ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთონ აქტივობებში, ჩვენ მივცემთ ამის შესაძლებლობას და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ პროექტს შევთავაზებთ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს.

მინდა, ჩემს მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დავავალო აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, სკვერების მოწყობასა თუ კონცერტების ჩატარების ორგანიზებაში.

ასევე იცით, რომ თბილისი გახდა წიგნის მოსფლიო დედაქალაქი, 2021 წლიდან ჩვენ გვექნება ეს სტატუსი და აქაც ბიზნესს აქვს სურვილი ჩაერთოს პროექტების განხორციელებში და ჩემი თხოვნა იქნება ,რომ აქტიური კომუნიკაცია მოხდეს და შემდეგ ეს ყველაფერი მივაწოდოთ საზოგადოებას“, - განაცხადა კალაძემ.