მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო ბაღის დირექტორი - „110 ბავშვიდან მხოლოდ 25 აპირებს გამოსვლას“

60364c99c22b7
ნუცა ბაზლიძე
24.02.21 17:17
927
„სრული დატვირთვით ვერანაირად ვერ ვიმუშავებთ. ცოტა ხნის წინ გამოვიკითხე და გაირკვა, რომ UG ბაღში 110 ბავშვიდან მხოლოდ 25 აპირებს გამოსვლას გახსნის შემდეგ. აქედანაც, რეალურად, შესაძლებელია კიდევ უფრო ცოტა მოვიდეს“ - ამის შესახებ BM.GE-ს კერძო ბაღ UG ბაღის დირექტორმა ელა მაზმანოვამ განუმარტა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ბაღი მოგებაზე ვერ იმუშავებს, მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში, ფასის ზრდა არ იგეგმება. 

„ალბათ დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდება, რომ ვალების დაფარვა მოვახერხოთ და მოგებაზე ვიფიქროთ იმის ფონზე, რომ ბოლო 1 წელი გვქონდა მხოლოდ გასავალი. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, 45 თანამშრომლიდან ჯერჯერობით მხოლოდ 7 აღადგენს მუშაობას“, - განმარტავს ელა მაზმანოვა.

შეგახსენებთ, რომ ბაღების ფუნქციონირების განახლება 1 მარტიდან იგეგმება.