მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kikkerland უკვე საქართველოშია, ექსკლუზიურად მხოლოდ VELI.store-ზე - ®

62c8393209011
BM.GE
08.07.22 18:01
1361
Kikkerland-ი არაერთ ქვეყანაში ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ბრენდია, რომელიც 1990 წლიდან გულდასმით შემუშავებული დიზაინის მქონე მცირე ზომის ნივთებს ქმნის. მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკანცელარიო თუ სასაჩუქრე მაღაზიებსა და ახლა უკვე საქართველოშიც, ექსკლუზიურად VELI.store-ზე შეხვდები.

VELI.store ციფრული საყიდლების ველია, რომლის მისია მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესება და გამარტივებაა.

ამავე მიზნით, ველიმ გადაწყვიტა, ქართველ მომხმარებელს საჩუქრის შერჩევის პროცესიც გაუმარტივოს და Kikkerland-ის დახმარებით უფრო მეტი მრავალფეროვნება შესთავაზოს. ველიზე შეარჩევ საჩუქარს ბავშვის ან მეგობრის დაბადების დღისთვის, განსაკუთრებული დღის აღნიშვნისა თუ დამახსოვრებისთვის, ისევე, როგორც საკუთარი თავის დასაჩუქრებისა და ინდივიდუალიზმის გამოხატვისთვის.

ველიზე შეძლებ Kikkerland-ის ნივთების შეძენას, რომლებსაც ბრენდის 15 მუდმივი და არაერთი ცნობილი დიზაინერი ერთად, ყოველდღიურად ქმნის და ავითარებს. კომპანია, თითოეულ პროდუქტში თავის გულს დებს და სხვადასხვა, უნიკალური ისტორიის მქონე ბრენდებთან თუ პიროვნებასთან კოლაბორაციით ახალ რეალობას ქმნის. შენც შეგიძლია ამ ყველაფრის ნაწილი გახდე, რადგან Kikkerland-თვის საკუთარი კონცეპტის გაგზავნა ნებისმიერ დროს შეგიძლია.

Kikkerland Design აფართოებს განსხვავებული ნივთების უდიდეს კოლექციას. თითოეული პროდუქტი ფორმის, ფუნქციურობისა და ესთეტიკურობის ბალანსია. აღსანიშნავია, რომ Kikkerland-ი წარმოდგენილია 20-მდე კატეგორიაში და ყველა მათგანი წარმატებით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Kikkerland-ის დამფუძნებელი იან ვან დერ ლანდეა, რომელმაც 1980-იანი წლების ბოლოს თავის დიზაინერ მეგობრებთან ერთად დაიწყო ლარნაკებისა და ნათურების გაყიდვა. მაშინ მომხმარებლებისთვის პროდუქცია თავად, ველოსიპედით, მიჰქონდა.

ნელ-ნელა, მეგობრების დახმარებით, არაერთ კრეატიულ დიზაინერთან დაამყარა კონტაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და გახსნა Kikkerland-ის ფილიალები ბევრ ქვეყანაში.

დღეს Kikkerland-ი ნიუ-იორკში დაფუძნებული ნიდერლანდური კომპანიია, რომელიც წელიწადში 300-მდე პროდუქტს აწარმოებს. თითოეული მათგანი საოცარი კრეატიულობით და განსაკუთრებული განწყობით იქმნება.

აღმოაჩინე ახალი ბრენდი ექსკლუზიურად მხოლოდ ველიზე და მიიღე იმავე დღეს 3 საათში.