მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკა "ჰელსიკორი" - დეფიბრილატორის თემა კარდიოლოგიის დარგს ვერ უშველის

5df8bce7bab15
ინგა მურუსიძე
17.12.19 21:41
1301
"დეფიბრილატორის თემა ამხელა კარდიოლოგიის დარგს ვერ უშველის, ჯანდაცვის სამინისტროს განაცხადი ამ საკითხზეც ვერც გავიგეთ, - ამის შესახებ bm.ge-ის კლინიკა “ჰელსიკორის” დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ განუცხადა.

ლაგვილავა გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეფიბრილატორის ხარჯები კლინიკებს იმის მიხედვით აუნაზღაურდებათ, რა თანხაც მათ დაუჯდებათ.

„საერთოდ რას ნიშნავს ფაქტიური ხარჯით მოითხოვეთ თანხა?! ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშანს აჩენს, ვერ გავიგეთ რას ნიშნავს. ერთი კლინიკა თუ ყიდულობს 5 000 დოლარად, მეორე 7 000 დოლარად, და აგვინაზღაურებენ ნებისმიერ თანხას, ეს ნიშნავს, რომ ტარიფი აღარ არის? ვერ გავიგეთ. მედიიდან შევიტყვეთ, რომ ასეთი განაცხადი გაკეთდა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ლაგვილავამ.

ამასთან, კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი საბჭოს მუშაობისგან არანაირ სიკეთეს არ ელოდება.

„მე პირადად არანაირ სიკეთეს არ ველოდები. კორონაროგრაფია-სტენტირებას რაც შეეხება, უკვე ნათქვამია, რომ არაფერი შეიცვლება, ერთი დეფიბრილატორის თემა ამხელა კარდიოლოგიის დარგს ვერ უშველის. ოპერაციებზე მოგვცეს უფლება, რომ აყვანილი ექიმის თანხა პაციენტმა გადაიხადოს. თუ იმისთვის გაკეთდა ტარიფების სისტემა, რომ პაციენტი არ დაზარალებულიყო, ახლა პაციენტს მეტი აქვს გადასახდელი და როცა ვერ ვეტევით იმ თანხაში, რა ტარიფიც სახელმწიფომ დაგვიწესა, პაციენტს ვამატებინებთ აყვანილი ექიმის თანხას, რაც არასწორად მიგვაჩნია, მაგრამ თავად მოგვცეს ამის უფლება. ეს არის დარტყმა პაციენტზე. ჯანდაცვის სამინისტრო ამ დადგენილებით აზარალებს პაციენტებს, მისი გადასახდელი ხდება ექიმის აყვანის თანხა“, - განაცხადა ლაგვილავამ.

რაც შეეხება საბჭოს წევრობას, ლაგვილავა განმარტავს, რომ სამინისტროში კანდიდატურა გადაგზავნილია, თუმცა, კლინიკას მას შემდეგ არავინ დაკავშირებია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეფიბრილატორის მოხმარება კლინიკებს ფაქტიური ხარჯებით აუნაზღაურდეს.