ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკები ვერ არწმუნებენ იმაში, რომ კარდიოქირურგიის და რეანიმაციის მიმართულებებს 520-ე დადგენილების შედეგად ამოქმედებული ახალი ტარიფებით მუშაობა არ შეუძლიათ.
Bm.ge-მ მინისტრს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვა დაუსვა.
- კლინიკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მართალია საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს რამდენიმე სხდომა გაიმართა, მაგრამ რეალური შედეგები არაა. შეგიძლიათ რაღაც ვადა დაუსახელოთ კლინიკებს, როდესაც მათ საბოლო პასუხი ეცოდინებათ, ცვლით თუ არა 520-ე დადგენილებაში რამეს?
- 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამინისტროს უნდა გააჩნდეს საკმარისი საფუძველი იმის თაობაზე, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს. ნებისმიერი დაგეგმილი ცვლილება და ასევე დადგენილება #520 ემყარებოდა გარკვეულ კვლევებს, გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებლებს თუ რომელი ნოზოლოგია რატომ დაჯგუფდა და რატომ განფასდა შესაბამისად. ის კოდები, რომელიც კლინიკების მიერ იყო მოწოდებული, წარმოადგენდა ზოგადად წინა წლებში არსებული ჩარევების 4%-დან 6%-მდეს. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ვერ ხდება საკმარისი საფუძველი... გარდა ამისა, ის მოცემული ინფორმაცია ტარიფიკაციასთან, განფასებასთან და სტანდარტიზაციასთან დაკავშირებით, რაც იყო მათგან მოწოდებული, ასევე არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ჩვენთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ.
- ანუ, ჯერჯერობით, კლინიკები ვერ გარწმუნებენ იმაში, რომ ახალი ტარიფებით არ შეუძლიათ მუშაობა?
- ვერ გვარწმუნებენ ამაში.
- რა გჭირდებათ, რომ ირწმუნოთ და დაიჯეროთ მათი?
- მეტი მტკიცებულება გვჭირდება ჩვენ ამისთვის, რადგან უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვაზე და ეს არის დიდი პასუხისმგებლობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი