მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა შეეზღუდებათ

5d99a7b1c0c2d
ელენე გოგბერაშვილი
06.10.19 15:00
3994
“მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გასული თვის დასაწყისში პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის დროს განაცხადა.

იქიდან გამომდინარე, რომ ტიკარაძე მედიასთან აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა და მეტი დეტალის გარკვევა დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ შევძელით,  ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მივამართეთ და ვკითხეთ, იგულისხმა თუ არა მინისტრმა მათ შორის კერძო კლინიკების მართვაში სახელმწიფოს მონაწილეობა.


როგორც ზოიძე განმარტავს, საუბარია სახელმწიფო კლინიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე კერძო კლინიკებთან მიმართებაში. იქნება თუ არა ეს კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკითხია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იმ კლინიკების მონაწილეობა, რომელთა მომსახურების ხარისხი საკმაოდ დაბალია.

„ძალიან მომრავლდა ასეთი კლინიკები, რაც არ იმოქმედებს კარგად ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, იმიტომ რომ კლინიკა პაციენტს ყოველთვის პულობს, თუმცა რამდენად სჭირდება პაციენტს ის მომსახურება მეორე თემაა.
საუბარია, რომ სახელმწიფო გადავა აქტიურ შესყიდვაზე, სტრატეგიულ შესყიდვაზე. ეს ნიშნავს, რომ ყველასთან არ იქნება ხელშეკრულება დადებული. იქნება მხოლოდ იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამის ხარისხს, გარანტიებს და შესაბამისი მოცულობის სამუშაოებს შეასრულებენ, რომელიც გარანტია იქნება, რომ ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროცესები ხარისხის არის ადექვატური ამ დაწესბეულების.

როცა სახელმწიფო ყიდულობს ამ მომსახურებას, ეს მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი. ეს გაკეთდება, ეს არის სტრატეგიული შესყიდვის არსი. შესაბამისად ტარიფები და ფასები დარეგულირდება ისე, რომ ის, რასაც ხარჯავს სახელმწიფო, იმის სანაცვლოდ მიიღოს გაცილებით მაღალი შედეგები“-აცხადებს აკაკი ზოიძე.