მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლუბი "მტკვარზე"-წელიწადი გავიდა უკვე და რა ხდება ღამის ეკონომიკის პროექტის მიმართულებით?

5d99a57236f69
BM.GE
06.10.19 18:00
2880
"წელიწადი გავიდა უკვე და რა ხდება ღამის ეკონომიკის პროექტის მიმართულებით?”- ამ კითხვას bm.ge-თან საუბრისას კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელმა ქეთა გაბუნია სვამს.

გაბუნია კრიტიკულად აფასებს თბილისის მერიის “ღამის ეკონომიკის” პროექტს. მისი თქმით, წელიწადზე მეტი გავიდა და ჯერ ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

“გერმანია მიხვდა, რომ ბერლინის საკლუბო სცენა იყო ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკის წყარო, რადგან ტურიზმი გაიზარდა.

რამოდენიმე მილიონით აფინანსებს კიდეც სახელმწიფო კლუბებს, იმისთვის, რომ ხმის იზოლაცია გააკეთონ. გააგრძელონ საქმიანობა და არა დაიხურონ, იმუშავონ და გადაიხადონ გადასახადები.

ჩვენთან სად არის ღამის ეკონომიკის პროექტი?  ძალიან მაინტერესებს, მართლა ვერ ვხვდები რა ხდება ამ მიმართულებით"-აცხადებს კლუბ “მტკვარზე” დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.


შეგახსენებთ, ღამის ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში დასაქმებულია სულ 5 ადამიანი, აქედან ერთი პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძეა, დანარჩენი 4 კი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ივლისში BM.GE-თვის მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის განმავლობაში სულ 4 ადამიანი იყო დასაქმებული და მათთვის გადახდილი ანაზღაურება ჯამში შეადგენდა 67 ათას 916 ლარს.

თუმცა, აქედან უდიდესი ნაწილი - 51 ათას ლარზე მეტი - ერთი პირის ანგარიშზეა გადარიცხული, რომელიც სწორედ სერგი გვარჯალაძეა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება კი, 5200 ლარია.