საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზს თურქული ლირის გაუფასურება წარმოადგენს, რამაც საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები შექმნა. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაცვლითი კურსის ეს მერყეობა გადაჭარბებულია, შესაბამისად პანიკური ვაჭრობის პირობებში მოქალაქეებმა და ბიზნესებმა, რომლებიც სავალუტო ოპერაციებს განახორციელებენ, შესაძლოა იზარალონ.
“მინდა შევეხო გუშინ და დღეს კურსის გაუფასურების საკითხს. ის, რაც მოხდა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, ამან სამწუხაროდ, შექმნა გარკვეული დაწოლა ლარის გაცვლით კურსზე. არის საუბარი იმაზე, თუ რატომ უნდა აისახებოდეს საერთოდ ეს კურსზე, მაგრამ სავაჭრო პარტნიორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ადრეც აისახებოდა და ახლაც აისახა კურსზე. არსებობს ძალიან მარტივი მექანიზმი. თუკი ხდება ერთი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება და თუ ამ დროს ჩვენი ვალუტა არ უფასურდება, მაშინ ხდება გაიაფება ამ ქვეყნის პროდუქტის და შემდეგ სანამ ის პროდუქტი იქ არ გაძვირდება, მანამდე ეს მოქმედებს და ამას აქვს დაწოლა მიმდინარე ანგარიშზე. ანუ მიმდინარე ანგარიშზე დაწოლა, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა, ამით კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა აისახება გაცვლით კურსზე.
მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ კურსის ცვალებადობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული და ჩვენ გვქონდა წარსულში ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთ შემთხვევაში გარკვეულწილად პანიკური საქციელის შემთხვევაში კურსი გაუფასურებულა, შემდეგ ისევ უკან წამოსულა და შეიძლება ზუსტად იგივე დონეს არ დაბრუნებია, მაგრამ იქვე ძალიან ახლოს გაჩერებულა. ამ შემთხვევაში თუ მოხდება პანიკური გადაცვლები [ვალუტის ყიდვა/გაყიდვა] ის კომპანიები თუ ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ აუცილებლად დაზარალდებიან და ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 3.46 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა.
სებ-მა გასული კვირის ორშაბათს $40 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ეს 2021 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $160 მილიონი დოლარი გაყიდა.
კობა გვენეტაძემ დღეს სავალუტო ინტერვენციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.
"სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას კურსის რაიმე მიზნობრივი ნიშნული არ აქვს და ვერც ექნება. სავალუტო ინტერვენციებს მივმართავთ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციაა ან კიდევ კურსი დაბალი ლიკვიდობის გამო ჭარბად მერყეობს სავალუტო ბაზარზე. შესაბამისად, არაფუნდამენტური ფაქტორების მოქმედების დროს ვახდენთ ინტერვენციებს.
გასულ წელს ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვები დავხარჯეთ და ჩვენ ამ წელსაც დავხარჯავთ. იმ დღეებშიც ვხარჯავთ, როდესაც არ ქვეყნდება ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია, რადგან გვაქვს შესაბამისი მექანიზმი. ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება,” - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
ინფორმაციისთვის: 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა $916 მილიონი დოლარის, 2021 წელს კი $160 მილიონის რეზერვები გაყიდა. ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $4.08 მილიარდი დოლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ