მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Aviabiletebi.org–მა მოგზაურობის მობილური აპლიკაცია შექმნა

5d5557c52620e
BM.GE
15.08.19 17:05
1381
კიდევ ერთი სიახლე კომპანია Aviabiletebi.org-სგან – მობილური აპლიკაცია ანდროიდზე განახლდა.

"თქვენ ახლა უკვე მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი შემდეგი მოგზაურობა ჩვენთან ერთად. მოიძიეთ ავიაბილეთები და სასტუმროები აპლიკაციიდან გაუსვლელად.

ჩვენი მობილური აპლიკაცია, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ განახლდა, ახლა უკვე მომხმარებლებს სთავაზობს ავიაბილეთების და სასტუმროების საძიებო ინოვაციურ სისტემას, თქვენს Android მოწყობილობებზე. ჩვენი ძველი ვერსია 1.01 მხარს უჭერდა მხოლოდ ავიაბილეთების მოძიებას, ახლა უკვე მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ სასტუმროები, დაჯავშნოთ და შეიძნოთ აპლიკაციიდან გაუსვლელად", – განმარტავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ Aviabiletebi.org პირველი და ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც Android პლატოფრმაზე ქართულენოვანი მოგზაურობის აპლიკაცია შექმნა,

"ჩვენი აპი განსხვავდება იმით, რომ ერთდროულად უზრუნველყოფს ავიაბილეთების და სასტუმროების ძიებას, მოგზაურობის სრულ დაგეგმვას, დაჯავშნას და შეძენას.

2017 წლიდან ჩვენი კომპანია სთავაზობდა იდენტურ აპლიკაციას iOS მოწყობილობებზე, ახლა კი ანდროიდის მომხმარებლებსაც აქვთ საშუალება, ჩვენი სრული სერვისებით ისარგებლონ უფრო კომფორტულად.

ზაფხულის ბოლომდე იგეგმება არსებული iOS აპლიკაციის განახლებაც, რომელიც სრულად თავსებადი იქნება Apple -ს ახალ მოდელებთან", – აღნიშნავენ კომპანიაში.

Aviabiletebi.org App ძირეულად შეიცვალა და განაახლა ავიაბილეთების საძიებო გვერდიც, რის შედეგადად მომხმარებელს უკვე შეუძლია:

 ბარგის ინფორმაციის მიღება
 მრავალი სახის ფილტრების გამოყენება
 პერსონალური შემოთავაზებების მიღება.

გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, ავიაბილეთის მოძიების ხანგრძლივობა შემცირდა და სისტემას იაფი ავიაბილეთების კალენდარი დაემატა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ექსკლუზიური ფასდაკლებებით მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებით შეუძლიათ სარგებლობა.

"უპირატესობები, რატომ უნდა დავჯავშნოთ სასტუმროები Aviabiletebi.org აპლიკაციით:

• კონკრეტული ნომერი იძებნება მსოფლიოს წამყვან ვებ-გვერდებზე (Booking.com, Airbnb, agoda, zenhotels) ჩვენი სისტემა კი მომწოდებლების ფასებს ადარებს და გთავაზობთ ყველაზე იაფს;
• მარტივი ძიება მოქნილი ფილტრებით;
• ძიება რუკაზე ადგილმდებარეობის მიხედვით;
• ძიება თქვენი ადგილმდებარეობის მიხედვით;
• Mobile app deals - შეთავაზებები, რომელიც მხოლოდ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი;
• ქართული ენა;
• მხარდაჭერის ცენტრი ქართულ ენაზე", – აცნობეს BM.GE–ს კომპანიიდან.

სრული ინფორმაცია მოცემული შემდეგ ბმულებზე: https://www.aviabiletebi.org/mobile-app/,  https://www.aviabiletebi.org/.