მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "სავინო" ბაზრიდან გადის

5db1dbeedd1a0
ანუკა ჯოხაძე
24.10.19 21:20
908
ღვინის ჩამოსასხმელი აპარატების კომპანია “სავინომ” ბაზარი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა ოთარ ყურაშვილმა დაუდასტურა, თუმცა ყურაშვილმა ბაზრის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “სავინო” 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა და ის მომხმარებელს ღვინოს სპეციალურ ჩამოსასხმელ აპარატებში სთავაზობდა.

როგორც მაშინ კომპანიის წარმადგენლების bm.ge-ისთან ამბობდნენ, ქართული ღვინის ჩამოსასხმელი აპარატები საქათველოს შემდეგ, უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთშიც უნდა გამოჩენილიყო. ასევე განიხილებოდა ნორვეგიის და ჩეხეთის ბაზრებზე შესვლაც.