მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკრეტული ჩინოვნიკები ზოგჯერ დიდ წინააღმდეგობას გვიქმნიან - ლაშა პაპაშვილი

5ebc1265bebff
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.20 10:10
950
ბიზნესმენი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ასოციაცია ეფექტურად მუშაობს, როგორ ბიზნეს პლატფორმა. ხოლო კითხვაზე, რამდენად ახერხებს გაერთიანება ბიზნესის ინტერესების დაცვას ხელისუფლების წინაშე, ლაშა პაპაშვილი გვპასუხობს, რომ ამას „მეტ-ნაკლებად“ ახერხებენ.

„ბიზნეს ასოციაციის პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან გავიზარდეთ ჩვენ. პრაქტიკულად მსხვილი ბიზნესის 80% მონაწილეობს ამ აქტივებში და მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, ვიყენებთ ამ პლატფორმას და გამოდის საუბარი, მაგრამ კონკრეტული ჩინოვნიკები ზოგჯერ დიდ წინააღმდეგობას გვიქმნიან.

კონკრეტულად კანონის მოქნილობის მოთხოვნა არ არსებობს, ზოგადად მოხელეებს ვეუბნებით, რომ იყვნენ გონივრულობაზე... სწორ გადაწყვეტილებებს მარტო კანონის სახელით ვერ მიიღებ , უნდა კარგად ჩაიხედო იმ კონკრეტულ ქეისში, გაანალიზო და მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, თუ არ გყოფნის შენი ძალისხმევა, უნდა მოიწვიო დარგის ექსპერტი - იგივე ბიზნესმენი და რამდენიმე კაცთან ერთად გადაწყვიტო. ეს არის მათი კანონით განსაზღვრული ვალდებულება და ხშირად არ აკეთებენ ამას“, - განმატა "საქმის კურსში" სტუმრობისას  BAG-ის ვიცე-პრეზიდენტმა.