მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტო სათარჯიმნო სექტორში შესაძლო დარღვევებს გამოიკვლევს

60e8081524a36
BM.GE
09.07.21 12:21
1388
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარი დასაშვებად ცნო. სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა - კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და მოამზადოს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი. საკითხი შეეხება - სათარჯიმნო სექტორში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება), მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) და მე-11(3)(არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს.

კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან, არა უგვიანეს, 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს.

2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია - 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის - საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა.