მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონტი ჯგუფის საგანგებო განცხადება: ველით ანაკლიის პროექტიდან დროულად გასვლას

5db31fc6e5609
BM.GE
25.10.19 20:01
3760
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელი კომპანია "კონტი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ოფიციალური წერილი "კონტი ჯგფისგან" bm.ge-მ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია. 

"ამ წლის დასაწყისში კონტი ინტერნეშენელმა, კონტი ჯგუფის წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი.

მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება.

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ "კონტის" პოზიცია უცვლელია. "კონტი" გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას.

ამდენად, "კონტი" შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტ ვადაში დატოვებისთვის. 

"კონსტის" ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის. "კონტი" მზად არის კონსტრუქციული ურთიერთოებებისთვის კონსორციუმთან, საქართველოს მთავრობასთან და მსესხებლებთან იმ პროცესშიც, როცა ის ტოვებს კონსორციუმს და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

კონტი ჯგუფის განცხადება: