მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი აპრილში მნიშვნელოვნად შემცირდა

5eb40a8704a4e
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.20 18:10
1187
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, აპრილის თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა და კლებამ მარტის თვესთან შედარებით 3.4% შეადგინა, შედეგად კი165.5 ქულიანი ნიშნული დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, შაქრის ფასი 14.6%-ით შემცირდა მარტის შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო გამოწვეული მოთხოვნის შემცირებით არის განპირობებული.

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 5.2% -ით დაეცა, ხოლო რძის და რძის პროდუქტების ინდექსი 3.6% -ით. ხორცის ფასების ინდექსის კლებამ 2.7% შეადგინა.

FAO-ს განცხადებით, პროდუქტის მწარმოებელმა ქვეყნებმა დიდი ლოჯისტიკური სირთულეები განიცადეს და კოროnავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ბევრ ქვეყანაში გაყიდვების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

”პანდემიას აქვს ნეგატიური გავლენა ხორცის მოთხოვნა-მიწოდებაზე, რადგან რესტორნების დიდი ნაწილი დახურულია, ხოლო საყოფაცხოვრებო შემოსავლები შემცირებული. შრომის დეფიციტი კი გავლენას ახდენს პროდუქტის დროულ წარმოებაზე“,-აღნიშნულია FAO-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილია მარცვლეულის ფასების ინდექსიc, მაგალითად მარტში ბრინჯის ფასმა 7.2%-ით მოიმატა, ხოლო ხრბლის ფასმა 2.5%-ით.