მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო ნავთობის ფასები ეცემა

5e58d091d78dd
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.20 13:08
1460
საერთაშორისო ბაზრებზე კორონავირუსის ეფექტის გამო, ნედლი ნავთობის ღირებულება ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა, ამ დროისთვის ერთი ბარელი ნედლი ნავთობი $50 დოლარი ღირს.

The Financial Times-ის ინფორმაციით, ამ შემცირების ფონზე საუდის არაბეთი ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებას (OPEC) ფასების სტაბილიზაციისთვის ყოველდღიური მოპოვების შემცირებისკენ მოუწოდებს. საუბარია მოპოვების 1 მილიონი ბარელით შემცირებაზე. 

კორონავირუსის მკვეთრი გავრცელების გამო, აზიაში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა, რაც საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვების კლებას, ასევე ქარხნების მიერ საკუთარი წარმოების მოცულობის შემცირებას უკავშირდება. 

აზიის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების 95%-ზე მეტი არის გამოვლენილი. 28 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთში ვირუსით ინფიცირების 78,824, ხოლო სამხრეთ კორეაში კი 2,337 შემთხვევა არის გამოვლენილი.