მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა უკავშირდება თურქეთიდან შემოსვლას - გამყრელიძე

5e7b98a3d9dc3
თამთა ჯიჯავაძე
25.03.20 21:33
1496
კორონავირუსით დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა უკავშირდება თურქეთიდან შემოსვლას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი პაციენტი ბათუმში იმყოფება, მეორე კი ზუგდიდში. ამ ეტაპზე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს ამ შემთხვევებთან დაკავშირებით და პასუხი თუ საიდან მოდის კონკრეტულაად და წყარო ვინ არის, სავარაუდოდ, ხვალ შუადღისთვის იქნება ცნობილი.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბევრი კვლევა ახლა მიმდინარეობს ერთდროულად ლუგარში, ინფექციურში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. „ღამის განმავლობაში იქნება თუ არა კიდევ დადებითი შემთხვევები, ჯერ ვერ გეტყვით“, - განაცხადა გამყრელიძემ.