მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტა - ფინანსების ახალი ეტაპი

5d68001389036
BM.GE
29.08.19 20:37
3351
ყველაფერი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ფული, თუ ადამიანები ამაზე შეთანხმდენ და მიანიჭეს შესაბამისი ფუნქცია. კაცმა არ იცის მომავალში როგორი იქნება იგი. აუცილებელია ფული რამდენიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, იყოს ღირებულების საზომი, დაგროვების/შენახვის საშუალება, ანგარიშსწორების საშუალება და რა იყოს გამოსაყენებლად მოსახერხებელი. ახლა მგონი კრიპტოვალუტების დროა. რუბიკონი გადალახულია, ქაღალდის ბანკნოტების დრო წარსულს ჩაბარდა.

ფული, როგორც საყოველთაო გაცვლის ექვივალენტი უკვე საუკუნეებია არსებობს, ეკონომიკური ურთიერთოების ჩასახვამ გამოიწვია მისი ეტაპობრივი განვითარება. ადამიანები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან შეთანხმდენ, იმისათვის, რომ ერთმანეთთან ეწარმოებინათ გაცვლა-გამოცვლის პროცესი აუცილებელი იყო მოეფიქრებინათ ისეთი უნივერსალური რაღაც, ეტალონი, რაც ყველაფერზე გადაიცვლებოდა. ასე დაიბადა და განვითარდა საყოველთაო ექვივალენტის ერთეულის იდეა. ეს ერთეული კაცობრიობის განვითრების სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად იცვლებოდა საზოგადოების პროგრესის დონის ცვლილებასთან ერთად. სხვადასხვა დროს ეს იყო ხორბალი, საქონელი, ოქროს მონეტა, ბანკნოტები და ახლა უკვე კრიპტოვალუტა. კრიპტოვალუტა ფულის ტექნოლოგიური განვითრების ყველაზე თანამედროვე ფორმაა.

ბიტკოინის დაბადებიდან, 2008 წლიდან იწყება კრიპტოვალუტების ისტორია. ბიტკოინამდეც უმარავი მცდელობა იყო შეექმნათ გლობალური ელექტრონული ფული, მაგრამ უშედეგოდ. კრიპტოვალუტას არ გააჩნია ფიზიკურობა, ის თითქოსდა ციფრების უბრალო კომბიანციით გამოიხატება. მაგრამ საქმე ასე მარტივად არაა. ბიტკოინის შემთხვევაში ამ ჩანაწერების უკან დგას ჩანაწერების წიგნი, რომელიც ბლოკჩეინის სახელითაა ცნობილი. ბლოკჩეინი შეგიძლიათ წამოიდგინოთ როგორც დეცენტრალიზირებული მონაცემთა ბაზა, სადაც არ არსებობს მართვის ერთი ცენტრი, ერთი კომპიუტერი, სადაც ინფორმაცია ინახება. ნაცვლად ერთი ცენტრისა ინფორმაცია გადანაწილებულია უამრავ კომპიუტერზე, რომლებსაც კვანძებს უწორდებენ. ამ კომპიუტერებს, კვანძებს ყველას ერთი და იგივე კოპია აქვთ (ბიტკოინის შემთხვევაში მსოფლიოში დაახლოებით 110 000 კვანძია), კვანძები ფუნქციონიერებენ ზუსტად ისე, როგორც ბიტკოინის ალგორითმშია გაწერილი. ანუ ქსელში არსებობს სიმართლის მხოლოდ ერთი ვერსია. აქ შეუძლებელია და უაზრობაა ინფორმაციის გაყალბების მცდელობა, რადგან მიუხედავად ერთ კვანძზე თეორიულად ინფორმაციის გაყალბების შანსისა, მთელს ქსელში სხვა კვანძებზე ინფორმაცია მაინც უცვლელია. ეს დაახლოებით იგივეა მოინდომო დაამტკიცო რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიმარჯვა ჩრდილოეთ კორეამ. რა აზრი აქვს ამას? როდესაც ფინალის შედეგი უკვე მთელს მსოფლიოში ცნობილია და ყველამ ამის შესახებ იცის. მაშ ასე, განხორციელებული ტრანზაქციების და შესაბამისად ჩანაწერთა წიგნში შესული ცვლილებების შესახებ კვანძები, კომპიუტერები მუდმივად მაუწყებლობენ ერთმანეთთან, ელეპარაკებიან ერთმანეთს, ავრცელებენ ინფორმაციას, აცნობებენ ერთმანეთს ბლოკჩეინში მომხდარი ცვლილებებს. ეს ინფორმაცია მუდმივად სინქრონირდება მათ შორის. კომუნიკაციის ამ ენას “ხმების გავრცელების, ჭორების” პროტოკოლს უწოდებენ, რაც საშუალებას იძლევა ასიათასობით კვანძს/კომპიუტერს ქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია ჩანაწერების წიგნის მდგომარეობის შესახებ.

ახალა ავხსნათ რა არის ბლოკჩეინი. ბიტკოინის ქსელში განხორციელებული სხვადასხვა ტრანზაქციების დალაგება/ჩაწერა ხდება ბლოკებში, ყოველი ახალი ბლოკი კრიპტოგრაფიული ფუნქციების მეშვეობით ედება წინა ბლოკს, რაც შეუძლებელს ხდის წინა ბლოკში ჩაწერილი ინფორმაციის შეცვლას. ასე წარმოიქმნება ჩალაგებული ბლოკების გრძელი ჯაჭვი, რის გამოც ამ ჩანაწერთა წიგნს ბლოკეჩეინს უწოდებენ. ინფორმაციის ჩაწერას, ანუ ტრანზაქციების ბლოკებში მოთავსებას ახორციელებენ მაინერები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სისტემის ფუნქციონირებაზე. მაინერებს გააჩნიათ ბიტკოინის ქსელში განხორციელებული ყველა ტრანზაქციის ვალიდაციის ფუნქცია. გაწეული შრომის სანაცვლოდ ისინი შესაბამისად ჯილდოვდებიან სისტემისგან ახლად დაბეჭდილი ბიტკოინების სახით. ბიტკოინის მთელი არქიტექტურა აგებულია მოტივაცის სისტემაზე, რომ ყველა მოთამაშის პატიოსანი ქცევა იყოს წახალისებული და მოთამაშეებს/სისტემის მონაწილეებს არ უღირდეთ არაკეთილსინდისიერი ქცევა, რისთვისაც ისინი შესაბამისად დაისჯებიან და პასუხს აგებენ. ბიტკოინის სისტემა დამატებით იმიტომ არის უნიკალური რომ პირველად ელექტრონული სისტემების ისტორიაში, სისტემის უსაფრთხოება გატანილია და მინდობიალია თავისუფალ ბაზარისთვის. კონსენსუსის მოდელი რასაც ბიტკოინი იყენებს (Proof of Work)-ის სახელითაა ცნობილი. ახლა უკვე შექმნილია კონსენსუსის ახალი, უფრო თანამედროვე მოდელები (Poof of Stake), რომლებიც გაცილებით ნაკლებ, თითქმის მინიმალურ ელექტროენერგიის მოხმარებას საჭიროებენ და ისეთივე მტკიცე და გაუტეხელები შეიძლება აღმოჩნდენენ, როგორიც ბიტკონინის (PROOF of WORK). ამ ყველაფერს კი მომავალი დაგვანახებს. კრიპტოვალუტების მთელი არქიტექტურა ურთულეს კრიპტოგრაფიას და უმაღლეს მათემატიკას ეფუძნება, კონსენსუსის ეფექტური მოდელების შესაქმნელად გამოყენებულია თამაშების თეორია. ბიტკოინის შემთხვევაში სისტემა არის დეცენტრალიზირებული, დაბალანსებული, თამაშის წესები ყველასათვის ცხადია და თავიდანვე გაწერილია პროტოკოლით, არავინ არავის არ ენდობა, კარგი ქცევა წახალისებულია, ცუდი ქცევა ისჯება.

ბიტკოინი რევოლუციური ინოვაციაა – ტექნოლოგია, რომელიც არსებითად ცვლის წარმოდგენას ფულზე. ჩემი აზრით, სატოში ნაკამოტო (ბიტკოინის შემქნელი) თანამედროვე პრომეთეა, რომელმაც თავის დროზე ცეცხლი მისცა ადამიანებს. სატოშიმ დეცენტრალიზირებული ფინანსების მოდელი გვაჩვენა და ამით დეცენტრალიზაციის ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი.

ბლოკჩეინი საქართველოში
საქართველო კრიპტოსაზოგადოებაში ცნობილი ქვეყანაა ორი რამის გამო. პირველი გახლავთ კრიპტოვალუტების მაინინგი, სხვასთან შედარებით იაფი ელექტროენერგიის დამსახურებით და მეორე გახლავთ ის ფაქტი, რომ სააჯარო რეესტრი 2015 წლიდან მიწის საკუთრების შესახებ ინფორმაციის ჩაწერას ახორცილებს ბიტკოინის ბლოკჩეინზე. რაც მნიშვნელოვან ხელსშესახებ ინოვაციას წარმოადგენს საჯარო სფეროში მსოფლიოს მასშტაბით. ამის შესახებ უამრავჯერ ითქვა და დაიწერა საერთაშორისო პრესაში, რაც თავისთავად კარგია და ჩვენს პოზიტიურ კონტექსტში პოზიციონირებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია ქართული ბლოკჩეინ კომპანია ბირთვის ინიციატივით და მასპინძლობით შარშან სექტემბერში სასტუმრო ჰუალინგ თბილისში გამართული მაინინგის პირველი საერთაშორისო სამიტი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 1000-მდე მონაწილემ მოიყარა თავი. თბილისი კიდევ ერთხელ მოექცა გლობალური კრიპტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ახლა მაინინგი, ისეთი აქტუალრი აღარაა, რადგან მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა გადაწყვიტა ამ მარტივი გზით გამდიდრება, აპარატის ყიდვა და ქსელში ჩართვა, შესაბამისად საგრძნობლად დაეცა კრიპტოვალუტების გამომუშავება და ეს საქმიანობა ნაკებად მიმზიდველი გახდა. რაც შეეხება ქვეყნის ინოვაციურობის იმიჯის შენარჩუნებას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ინიციატივები მე-3-ე თაობის ბლოკჩეინთან - Cardano-თან დაკავშირებით, მათ განათლების სამინისტროსთან დაანონსეს თანამშრომლობა.

სხვა მიმართულებით არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაა საქართველოში, არ გვაქვს შესაბამისი რეგულაციები, რომელიც სფეროს დაარეგულირებს. საკანონმდებლო სიცხადე, რაც ესოდენ აუცილებელია უცხოელი ინვესტორების მოზიდვისთვის და სფეროს განვითარებისთვის ჩვენთან არ გვაქვს. მაგალითისათვის, ესტონეთმა მოახერხა რამდენიმე მილიარდი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მხოლოდ იმის გამო, რომ შესაბამისი მეგობრული საკონონმდებლო გარემო შესთავაზა ინვესტორებს (ესტონეთს ამ ეტაპზე გაცემული აქვს 1200-მდე ლიცენზია კრიპტო ელექტრონული საფულის და სავაჭრო პლათფორმებისთვის). ჩვენთან სულ ახლახანს გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს მაინინგის დაბეგვრის საკითხს. მაგრამ კანონმდებლობით განსამარტი და დასაზუსტებელი კიდევ ბევრია. ჩვენთან მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სამწუხაროდ ქართული ბანკები არ წყალობენ კრიპტო კომპანიებს, არ ემსახურებიან. მათ გარეშე კი ჯერ-ჯერობით შეუძლებელია სრულფასოვანი ბიზნეს პროცესების წარმოება და ბიზნესის განვითარება.

ქართული კრიპტო ბირჟა კოინეტიკი
კოინეტიკი არის პირველი ქართული კრიპტოვალუტის ბირჟა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც შეიძლებოდა საქართველოში კრიპტოვალუტების შეძენა, კრიპტოვალუტებით სრულფასოვანი ვაჭრობა ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვა რამდენიმე წელია შესაძლებელია საქართველოში. მაგრამ აქამდე, ბაზარზე არსებული კრიპტომომსახურეობის პროვაიდერები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ვალუტის გადამხურდავებელი პუნქტები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი საქმიანობდნენ ციფრულ, ინტერნეტ სივრცეში. ფასს აწესებდნენ საკუთარი შეხედულებებისამებრ, რაც მსოფლიო საბაზრო ფასთან შედარებით, მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო. მნიშვნელოვნად მაღალი იყო მომსახურეობის საკომისიოც.

ჩვენ ვცდილობთ დამაკვიდროთ ახალი სტანდარტი და მომხმარებლებს შევთავაზოთ პრემიუმ ხარისხის მომსახურეობა საუკეთესო ფასებით. მრავალფეროვანი არჩევანი, მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი, საუკეთესო ფასები.

რატომ კოინეტიკი?

საკომისიოები:
როდესმე თუ გიყიდიათ კრიპტოვალუტა უცხოურ ბირჟაზე ბარათით ალბათ გემახსოვრებათ რამდენი ჩამოგეჭრათ ბარათიდან. საკმაოდ ძვირია ეს სერვისი უცხოურ ბირჟებზე ქართველებისთვის. ჩვენთან ფიატით კრიპტოვალუტის ყიდვის საკომისიო გაცილებით დაბალია.

ყველაფერი ქართულად:

კოინეტიკზე ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომა ქართულ ენაზე. ეს იქნება რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე, ფასების პროგნოზი, თუ ტრეიდინგის ინსტრუმენტების ახსნა განმარტებები. ანუ ენის ბარიერი საერთოდ არ არსებობს, ჩვენ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, რაც მნიშვნელოვნად აიოლებს ქართველებისთვის პლატფორმის მოხმარების სიმარტივეს. პროგრამისტების მთელი გუნდი, რომელიც ამ პროექტებზე მუშაობენ არიან ქართველები, რაც კიდევ დამატებით სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

მომხმარებლის მხარდაჭერა:

კოინეტიკს ჰყავს მომხმარებელთა მხარდაჭერის პროფესიონალთა გუნდი, რომელთანაც დაკავშირება მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. შესაბამისად უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი კითხვა.

ადაპტირებული პლატფორმა:

კოინეტიკი ადაპტირებულია არამხოლოდ დამწყებთათვის, არამედ გამოცდილი მოვაჭრეებისთვისაც. თქვენ ნახავთ მრავალფეროვან სავაჭრო დაფას, ტექნიკური ანალიზის გასაკეთებლად საჭირო ინდიკატორებს, სხვადასხვა ინსტუმენტებს. პლატფორმა გთავაზობთ სავაჭრო ორდერების ძირითად ტიპებს: მარკეტ ორდერი, ლიმიტ ორდერი და სტოპ-ლიმიტ ორდერი. სამომავლოდ იგეგმება ეგრედწოდებული “ჭკვიანი ორდერების” დამატებაც, რაც კიდევ უფრო გაუზრდის ჩვენ კლიენტებს მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას.

ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტები:

კოინეტიკზე შეგეძლებათ იყიდოთ პოპულარული კრიპტოები როგორებიცაა: ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), რიპლი (XRP), ბიტკოინ ქეში (BCH), ლაიტკოინი (LTC) და დეში (DASH). იგეგმება (USDT) -ის და სხვა მთავრი კრიპტოვალუტების დამატებაც.

ყველასთვის ხელმისაწვდომი:

უცხოური ბირჟებისგან განსხვავებით, კოინეტიკი სთავაზომს მომხმარებელს საკმაოდ დაბალ მინიმალურ შენატანს. ქართველ მომხმარებელს შეეძლებათ კოინეტიკზე “ტრეიდინგის” დაწყება მხოლოდ ₾10-ის შენატანით, როდესაც სხვა ბირჯებზე მინიმალური შენატანი ხშირად $50-ზე მეტია.