მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტინ ლაგარდი ილია ჭავჭავაძეს ციტირებს

5ce254e42558b
თელარა გელანტია
20.05.19 11:17
7219
„ჩვენ ერთობლიობაში ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია“, - ამ სიტყვებით დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა თბილისში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლა.

ლაგარდმა თავის გამოსვლაში ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები - „ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა - ბედი კაცსა“, მოიშველია.

„მინდა, კიდევ ერთი ციტატა მოვიყვანო ილია ჭავჭავაძის თარგმანებიდან (ლაგარდმა თავის გამოსვლაში რუსთაველის აფორიზმიც გამოიყენა - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია"); ბოდიშს გიხდით რომ თარგმანებს ვკითხულობ – ადამიანი თავის მომავალს თვითონ ქმნის, მაგრამ ბედი არ ქმნის ადამიანს, ბედი არ განაპირობებს ადამიანის ცხოვრებას. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ ერთობლიობაში ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ამაზე უფრო კეთილშობილი არაფერი არსებობს. ხშირად ჩვენ შეიძლება გვსურდეს ბედისწერის დამორჩილება“, - განაცხადა ლაგარდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები