მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირიკაშვილი: ხაზარაძის მონაწილეობა ანაკლიის პროექტში არ იყო დაკავშირებული ჩვენს მეგობრობასთან

5d8f5572b5664
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.19 16:39
1525
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი tv Pirveli-სთან ინტერვიუში მისსა და ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ურთიერთობაზე საუბრობს. კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ მას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს ხაზარაძესთან, თუმცა, ეს არანაირ კავშირში არ არის ანაკლიის პორტის პროექტთან.

„რა თქმა უნდა, მე დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან მაკავშირებს მე მეგობრობა და არავითარ შემთხვევაში მისი მონაწილეობა (ანაკლიის პორტის პროექტში) არ იყო დაკავშირებული ამ მეგობრობასთან“,- აცხადებს კვირიკაშვილი.

რაც შეეხება თვითონ ანაკლიის პროექტს, კვირიკაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია ის, რაც ხდება.

კვირიკაშვილი ასევე ეხმაურება სხვადასხვა დროს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის და ხაზარაძე დამოუკიდებელი პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებდნენ.

"მთელი ეს საუბრები, რომ დამოუკიდებელ პლატფორმას აპირებდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, მითი მოგონილი კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლების ნაწილს ჰქონდა (ანაკლიის) პროექტის შეჩერების სურვილი, ნაწილს მტრობის სურვილი. მათ შეძლეს ისე მიეტანათ ამბავი, რომ ბიძინა ივანიშვილს დაეჯერებინა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.