"საქართველოს ბანკის" 204 ათას ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება 2.6 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის 99 ათასი აქცია გასხვისდა 986 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 25 ათასი აქცია კი - 52 ათას ფუნტად.
"თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მის 268 ათას აქციაზე გარიგება 3.1 მილიონ ფუნტად დაიდო.
კოპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ მათი ღირებულება ლონდონში ასე გამოიყურება: "საქართველოს ბანკი" - 630 მლნ ფუნტი, "Georgia Capital" - 366 მლნ ფუნტი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" - 273 მლნ ფუნტი, "თიბისი ბანკი" - 661 მლნ ფუნტი.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, წლის დასაწყისიდან "საქართველოს ბანკის აქციების ფასი 1.6%-ითაა შემცირებული, "Georgia Capital"-ის აქციების კლება 3.13%-ია, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 2.94%, "თიბისი ბანკის" აქციების ფასი კი, თითქმის მეხუთედითაა შემცირებული (19.84%).
BOG-ის 1 აქცია ლონდონში 12.82 ფუნტი ღირს, Georgia Capital-ის - 9.98 ფუნტი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 2.08 ფუნტი, TBC ბანკის კი - 12.00 ფუნტი.