მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხში მოყვანილი სალათის ფურცლებით რუსეთის McDonald's მარაგდება

62038db4cd567
სალომე ჭიპაშვილი
10.02.22 19:44
6878
კომპანია GDB-ს მიერ ლაგოდეხში წარმოებული სალათის ფურცლებით რუსეთის McDonald's მარაგდება. ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განაცხადა.

„პირველი ექსპერიმენტული მოსავალი, რომელმაც 40 ტონა შეადგინა, 2021 წლის ნოემბერში მივიღეთ და დეკემბერში უკვე პროდუქციის 85 პროცენტი ექსპორტზე გავიტანეთ. ჩვენი სალათის ფურცლებით მარაგდება რუსეთის McDonald's -იც და უახლოეს მომავალში საექსპორტო ბაზრის გაფართოებაც იგეგმება, მათ შორის მოლაპარაკებები არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან მიმდინარეობს“ - განაცხადა ივა ჭყონიამ.

GDB 3 ჰექტარ ფართობზე ლაგოდეხის სუბტროპიკულ ზონაში სამი სახეობის სალათის ფურცლებს აწარმოებს. ესენია: აისბერგი, რომანოსა და ლოლაროსა, რომელთა კილოგრამის ფასი ბაზარზე 8-10 ლარს შეადგენს.

GDB-მ ოპერირება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და წლის განმავლობაში სალათის ფურცლების მოსავლის აღება ორჯერ მოხდება, ნოემბერსა და მაისის თვეში.

„უშუალოდ ამ 3 ჰექტარზე დათესილ პლანტაციაში 150 ათასი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, თუმცა მაისის ბოლოს მეორე მოსავალს უკვე 5 ჰექტარი ტერიტორიიდან ავიღებთ,“- განაცხადა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები