მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან 0.92 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 0.3 თეთრით გაუფასურდა

5ec6818f3066f
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 17:05
1250
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკანასკნელი პერიოდის ყველაზე დიდი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.92 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1920 ლარი გახდა. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.3 თეთრი შეადგინა, შედეგად, ერთი ევროს ღირებულება 3.5058 ლარი გახდა. 

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.54 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით ერთი გირვანქა სტერლინგი  3.9057 ლარი ღირს.