03.ივნისი .2020 17:29

ლარი დოლართან 3.6 თეთრით, ევროსთან კი 2.8 თეთრით გამყარდა

views 1050
უკან

3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 3.56 თეთრი შეადგინა, შედეგად ახალი კურსით ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი გახდა. ჯამურად, 1 ივნისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 13.5 თეთრით გამყარდა.

ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, კურსის ცვლილებამ 2.79 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.4087 ლარი გახდა. 

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი გამყარებამ 3.77 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ფუნტი 3.8294 ლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა