მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართვის მოწმობის აღება მკაცრდება - მსურველმა მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებაც უნდა იცოდეს

6385ce65dff25
ინგა მურუსიძე
29.11.22 13:42
2997
მართვის მოწმობის აღება კიდევ უფრო მკაცრდება. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა შს მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამოცდის კიდევ ერთ ეტაპს და ეს ეხება ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას.

კერძოდ, ცვლილება გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად (ზეპირი პასუხის გადმოცემა შესაძლებელია თავისუფალი თხრობით, თუმცა პასუხი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დავალების პასუხს).

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები:

1. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა
2. განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა
3. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა
4. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა
5. განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ
6. განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა
7. განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა
8. განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა
9.განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა და ა.შ.

დავალებების ჩამონათვალი სრულად

ცვლილებები 2023 წლიდან შედის ძალაში.