მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეონარდო დიკაპრიო ავსტრალიის დასახმარებლად 3 მილიონ დოლარს გადარიცხავს

5e18cc9e46205
ნათია თაქთაქიშვილი
10.01.20 21:21
1420
ამერიკელი მსახიობის ლეონარდო დიკაპრიოს გარემოსდაცვითი ფონდი Earth Alliance-ი 3 მილიონ დოლარს გადარიცხავს ავსტრალიაში ტყის ხანძრებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა CBS-ი იუწყება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელმა მომღერალმა და მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა. მანამდე მეხანძრეების დასახმარებლად თანხა პინკმა, კრის ჰემსვორთმა, ნიკოლ კიდმანმა, ჰიუ ჯეკმანმა, სელენა გომესმა და სხვა ვარსკვლავებმა გადარიცხეს.

ავსტრალიის მთავრობამ თავად ტყის ხანძრით დაზარალებულ რეგიონებს $1,4 მილიარდი გამოუყო.

აღსანიშნავია, რომ ტყის ხანძრები ავსტრალიაში ცხელ ზაფხულს ხშირად თან ახლავს. ამჟამინდელ სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურდა ათასობით სახლი და დაიღუპა მილიონობით ცხოველი.