ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის და ზოგადად, ბიზნესებისთვის, როდესაც ჩვენ ასეთი დონის თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ ვიცე-პრმიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში, პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა გაეცნოთ საქართველო, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და ამ კუთხით დაინტერესება არის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან.
„დღეს ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა ეკონომიკური მიმართულებით. პირველ რიგში, დავიწყებ მაკრო ეკონომიკურ პოლიტიკაზე მსჯელობით, რომელიც გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ფონდის ხელმძღვანელთან ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში ფონდის მომავალ პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის და ზოგადად, ბიზნესებისთვის, როდესაც ჩვენ ასეთი დონის თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები ბიზნესებთან, იმისთვის, რომ ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გვეჩვენებინა დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიებისთვის. შეგვეთავაზებინა საქართველო, როგორც მათთვის ოპერირების ახალი ადგილი და ამ კუთხით დაინტერესება არის მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან. შეხვედრა გაიმართა ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორებიც არის HCL. ეს არის მრავალ მილიარდიანი კომპანია, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით არის დაკავებული მსოფლიოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება