მომავალი წელი არ იქნება მარტივი, - განაცხადა bm.ge-ისთან საუბრისას საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
მისი შეფასებით, იმისთვის, რომ 2020 წელს ბიზნეს სექტორის აქტივობა არ შენელდეს, აუცილებელია, მთავრობამ წინასაარჩევნოდ შექმნას დამატებითი წამახალისებელი ღონისძიებები, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნეს აქტივობა ნელდება, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს.
„მომავალი წელი არ იქნება მარტივი. სულ მცირე, მომავალ წელს ჩვენ გველის არჩევნები და თქვენ იცით, რომ არჩევნების წინ ბიზნესი ანელებს ხოლმე აქტივობას. არა იმიტომ, რომ ბიზნესს აქვს განცდა, რომ ერთი პარტია წავა და მეორე მოვა, არამედ ზოგადად სტაბილურობის განცდა როდესაც არ არის, თუნდაც იგივე მთავრობის პირობებშიც კი, იგივე მინისტრები დარჩებიან თუ არა, ამის განცდაც არ არის, შესაბამისად, ნელდება ხოლმე აქტივობა. ეს ბუნებრივია, არ არის კარგი ეკონომიკისთვის. ამიტომ მთავარი, რაზეც მოუწევს მთავრობას ფიქრი არის ის, რომ ის მოლოდინის რეჟიმი, რაც ჩნდება წინასაარჩევნოდ, ამის საპირწონედ შექმნას დამატებითი წამახალისებელი ღონისძიებები - სულ მცირე არ შემოიღოს ახალი რეგულაციები და გაჩნდეს ბიზნესისთვის სხვა საკომპენსაციო ისეთი ტიპის საინტერესო მიმართულებები, რომ ბიზნესის აქტივობა არ შენელდეს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა 2019 წელი და ის გამოწვევებიც შეაფასა, რომლის წინაშე ბიზნესი აღმოჩნდა. მისი თქმით, სამი ძირითადი გამოწვევა ჰქონდა ბიზნესსექტორს.
„ეს წელი არ იყო მარტივი, სამი მთავარი გამოწვევა იყო:
პირველი - წელი დაიწყო საბანკო რეგულაციებით, რამაც გარკვეულ სექტორებს მნიშვნელოვნად დაარტყა. ზოგადად, რეგულაციების წელი იყო, ასე ვთქვათ, და ამ რეგულაციებმა ბიზნესსადა ზოგადად ეკონომიკაზე გავლენა იქონია;
მეორე - პოლიტიკური გამოწვევები და რისკები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ანუ ის არასტაბილურობა, საგარეო შოკები და ა.შ. მივიღეთ, რამაც ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს დაარტყა;
მესამე - ეს იყოს ლარის კურსის ვარდნა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა, მცირე, დოლარიზებული ეკონომიკა და ლარის კურსის ვარდნა გადაიზარდა ფასებში. ეს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც მძიმე იყო. ამ სამი ფაქტორის გამო, ძალიან არაერთგვაროვანი წელი აღმოჩნდა“, - განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის