მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Livepress: ზუგდიდში რესტორან "დიარონმა" საარჩევნო პერიოდში 1 ტონა ყველი დახარჯა

5ce52eb0b6e1f
BM.GE
22.05.19 15:15
8479
საარჩევნო პერიოდში ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები ყველაზე ხშირად მეგრული კერძებიდან რესტორან „დიარონში“ ელარჯს და გებჟალიას უკვეთავდნენ.

როგორც „ლაივპრესს“ რესტორანში განუცხადეს, მხოლოდ 10 დღეში 1 ტონა ყველი დახარჯეს.

„იყო შემთხვევები, როცა ერთ დღეში 100 კილოგრამი და მეტი ყველი გამოგვიყენებია“, - განაცხადეს „დიარონში“.

ქალაქის ცენტრში, სიდიდით მეორე რესტორან „მენძელში“ კი, სააგენტოს უთხრეს, რომ ელარჯის გარდა, ყველაზე ხშირად სტუმრები ხბოს ხორცის ნიგვზიან ხარჩოს და კუპატს ითხოვდნენ.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ქალაქს საარჩევნო კვირაში უამრავი სტუმარი ჰყავდა.

წყარო: Livepress

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები