მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

601daa2237c18
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.21 00:13
1164
გასული კვირის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული სამივე ქართული კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 6.73%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 13 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ ზრდის გამო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 48 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 717.03 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 580 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 1.92%-ით  გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 11.70 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა წინა კვირასთან შედარებით 11 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 575.28 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 909 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების მატებამ კი 5.77% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.32 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ წინა კვირასთან შედარებით 15 მილიონი ფუნტით იმატა და ის ამჟამად 254.85 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 76 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.

სახელმწიფო კომპანიების ბონდების ღირებულება კი ასე შეიცვალა:

"საქართველოს რკინიგზა" - ბონდის ღირებულება $106.94 ფასის ზრდა გასულ კვირაში 0.18%. წლიურ ჭრილში შემცირება 2.78%;

"ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $100.33, ფასი წინა კვირაში არ შეცვლილა . წლიურ ჭრილში შემცირება 3.97%.