18.სექტემბერი .2020 20:00

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი გაიზარდა

views 325
უკან

საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

გასული კვირის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი გაიზარდა. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულების ზრდა 6.32%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 10.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის ზრდის გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 35 მილიონი გირვანქა სტერლინგით იმატა და ამჟამად 557 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 3,465,482 გირვანქა სტერლინგი იყო.

BGEO-ს აქციების ღირებულება 2.9%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.03 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 1.4 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 444 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 3,852,481 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 3.61% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 3.71 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის  შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.4 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 178.68 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,236,075 გირვანქა სტერლინგი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 5 აგვისტოდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რადგან კომპანიამ სრულად "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში გადაინაცვლა. 

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $105.41 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე -0.05%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.94%-ით არის შემცირებული.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $100.45 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე -0.30%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება 3.62%-ით არის შემცირებული.