22.სექტემბერი .2019 22:15

ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

views 243
უკან

Galt & Taggart-ის ინფორმაციით,  გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე  "საქართველოს ბანკის" თითქმის ნახევარი მილიონი აქცია გასხვისდა 5.5 მილიონ ფუნტად, გაიყიდა "თიბისი ბანკის" 304 ათასი აქცია - მისი ღირებულება 3.8 მილიონი ფუნტი იყო; Georgia Capital-ის 118 ათასი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 1.2 მილიონ ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს რაც შეეხება, მისი 13 678 აქცია 279 ათას ფუნტად გაიყიდა.

კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია მომატებულია, რაც ნიშნავს რომ მათ დადებითად დაასრულეს ვაჭრობა.

"საქართველოს ბანკი" 629 მილიონადაა შეფასებული ლონდონში, Georgia Capital 384 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" - 264 მილიონად, "თიბისი ბანკი" კი, ყველაზე მეტი - 721 მილიონი ფუნტი ღირს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა