მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

5d98bbca6add3
ლევან თაღიაშვილი
06.10.19 17:00
3447
ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული ბოლო 1 კვირის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" 271 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 3.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად, "Georgia Capital" - ის 180 ათასზე მეტი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 1.8 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 62 ათასი აქცია გაიყიდა 126 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მის 243 ათას აქციაზე დაიდო გარიგება, რომლის ღირებულებამაც 2.8 მილიონი ფუნტი შეადგინა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 1 კვირაში დადებითად მხოლოდ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ფასი შეიცვალა 3.75%-ით და ამჟამად მისი ფასი 2.08 ფუნტ სტერლიგია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 273 მილიონი ფუნტი.

დანარჩენმა 3-მა კომპანიამ ვაჭრობა უარყოფითად დაასრულა და მათი აქციები 2-დან 4%-მდე გაუფასურდა.

"საქართველოს ბანკი" ლონდონში 630 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, "Georgia Capital"-ის ღირებულება 366 მილიონია, "თიბისი ბანკის" კი 661 მილიონი ფუნტი.