მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

M GROUP: ან სახლში უნდა დავმსხდარიყავით ან ხელფასები შეგვემცირებინა

5f5e4b805300e
ანუკა ჯოხაძე
14.09.20 09:40
2021
“10%-17%-მდე მოგვიწია ხელფასების შემცირება”- ამის შესახებ კომპანია M GROUP-ის საოპერაციო დირექტორმა გიორგი მურჯიკნელმა განაცხადა. მისი განმარტებით, ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზებით თანამშრომლების შეენარჩუნება შეძლეს.

კომპანიის საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ ბაზარზე ამ მიმართულებით მდგომარეობის გამოსწორება 2021 წლის მაისიდან დაიწყება.

“ორი ალტერნატივა გვქონდა - ან უნდა დაგვეკეტა ყველაფერი და სახლში დავმსხდარიყავით ან მინიმალური ზღვარი შეგვენერჩუნებინა ხარჯების ინტენსიური შემცირებით, რის ფონზეც საშუალება მოგვეცა, რომ სახელფასო ფონდის 17-18%-იან შემცირებას არ გავცდენოდით და ძალიან არ დაერტყა ამას კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის”, - ამბობს კომპანია M GROUP-ის საოპერაციო დირექტორი.

საქართველოში კერძო სექტორის მიერ გაცემული ჯამური ხელფასების მოცულობა შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორის შრომითმა დანახარჯებმა 2.15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 304 მილიონი ლარით, ანუ 12.4%-ით ნაკლებია.