მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგრიტოს" ხილის ჩირი ქართულ ბაზარზე 10 დღეში გამოჩნდება

5df28c2346ad4
ანი ციხისთავი
12.12.19 23:02
1553
ხილის გადამამუშავებელი კომპანია “კავკასუს ორგანიკ ფრუტსი” ფართოვდება, რის შედეგადაც ბაზარზე “მაგრიტო” 10 დღეში გამოჩნდება. ამის შესახებ “მაგრიტოს” მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა, სალომე ალანიამ, Bm.ge-თან განაცხადა.

“კავკასუს ორგანიკ ფრუტსის” მიერ წარმოებული პროდუქცია აქამდე წონით იყიდებოდა, “მაგრიტოს” ბრენდის გამოჩენის შემდეგ კი პროდუქტი საცალო შეფუთვით გაიყიდება.

საწყის ეტაპზე “მაგრიტოს” ბრენდის სახელით ორი სახის პროდუქტი: ხურმისა და ვაშლის ჩირი “ევროპროდუქტის” მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. ალანიას განმარტებით, ფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები “ევროპროდუქტთან” ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ჩირის ფასი 5 ლარამდე იქნება. ალანიას თქმით, პროდუქტი პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი.

“კონკუტენტები გვყავს ბაზარზე, თუმცა, პრემიუმ ხარისხის ნიშას მხოლოდ ჩვენ დავიკავებთ. სხვები, ძირითადად, დანამატებით მუშაობენ, ჩვენი პროდუქტი კი 100%-ით ნატურალურია”,- აცხადებს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი.

სალომე ალანიას განცხადებით, “მაგრიტოს” პროდუქციის წარმოებისთვის მზის საშრობის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ვარაუდობენ, რომ 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამ ეტაპზე კომპანიის პროდუქცია გერმანიაში გადის ექსპორტზე, თუმცა არა საცალო შეფუთვით, არამედ - წონით.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის სახელწოდება რენე მაგრიტის სახელიდან მომდინარეობს და პროდუქტის შეფუთვაც მისი ნახატის "The Son of Man"-ის მიხედვითაა შექმნილი.