საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60% აცხადებს თანხმობას აცრაზე და ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით. პირველ რიგში, ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას და ამ პროცესში მედია-საშუალებების დახმარების იმედიც გვაქვს, რათა ყველას ავუხსნათ, რომ ვაქცინაციასთან არანაირი რისკები არ არის დაკავშირებული და უფრო პირიქით, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციას დროის მოკლე მონაკვეთში არ დავასრულებთ, სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ არ იქნება უზრუნველყოფილი იმუნიტეტით და შესაბამისად, ისევ იარსებებს ინფექციის გავრცელების რისკი, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, საქართველომ პირველი შესაძლებლობისთანავე გააკეთა განაცხადი ავტორიზებული ვაქცინის 20%-იანი ზღვრული ოდენობის შეძენასთან დაკავშირებით.
„საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შექმნილია ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ასევე სახალხო დამცველი და 80-ზე მეტი ექსპერტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტექნიკურადაც ვართ მზად ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან, ყველა მომწოდებელთან, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ვაქცინის პირველი დოზები, რათა ეს პროცესი შეუფერხებლად გავიაროთ და ვაქცინაციის დარულების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ვაქცინის მოხმარების პროცესში შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით.
„ეს არის დამატებითი მოთხოვნა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან და ასევე საერთაშორისო პრაქტიკაა. რადგან ძალიან მოკლე დროში შემუშავდა ვაქცინები, მწარმოებლებმა ითხოვეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული იყოს პასუხისმგებლობა, ან ხარჯების ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის გართულება ექნება მოქალაქეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ არის ერთეული შემთხვევები, რასაც სამედიცინო სივრცეში აკვირდებიან. ამ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ასეთი მოხდა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოც იღებს პასუხისმგებლობას და მთავრობა აანაზღაურებს ნებისმიერი მკურნალობის ხარჯებს. დიდი მადლობა პარლამენტს, რომელსაც საგანგებო სესიის ფარგლებში მოუხდა ამ საკითხის ოპერატიულად განხილვა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე საკანონმდებლო და ასევე ტექნიკური თვალსაზრისით მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?