მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: შემუშავდება პოსტკრიზისული პაკეტი იმპორტის შემცველი დარგების განვითარებისთვის

5e8733c9de232
ინგა მურუსიძე
03.04.20 19:10
547
"პრემიერმა დღეს გააჟღერა ის პრიორიტეტები, რომელზეც ჩვენი გუნდი იმუშავებს პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაევალათ, რომ შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტი, 2012 წლიდან იყო სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ის არაერთი პროგრამა, რომელიც შეთავაზებული იყო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში და სხვა სტიმულირების მექანიზმის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მიმართული იყო სწორედ ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე. ყველა ამ პროგრამამ გამოიღო ხელშესახები შედეგი და ჩვენთვის უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდშიც კვლავ დავუდგეთ გვერდში ქართულ ბიზნესს, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დაევალათ, რომ შეიმუშაონ დამატებითი პოსტკრიზისული პაკეტი ქართული ბიზნესისთვის, ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის, განსაკუთრებით, იმპორტის შემცველი დარგების განვითარებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა ქართულ ბიზნესს ეტაპობრივად შესთავაზებს კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც მიმართული იქნება სხვადასხვა დარგის განვითარებაზე.