მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისიდან პური, სავარაუდოდ, 20 თეთრით გაძვირდება - პურის მცხობელთა ასოციაცია

625a7cd96e3d0
ელენე გოგბერაშვილი
16.04.22 12:22
1664
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე მაისიდან პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს. მისი განმარტებით, პურზე ფასი, სავარაუდოდ 20 თეთრამდე გაიზრდება. ერთ-ერთ მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის ზრდა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფასად შემოვა ფქვილი რუსეთიდან.

"რაზეა დამოკიდებული ფასის მატება? ფასი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ძირითადია ფქვილის ღირებულება. მარტის ბოლოს, როცა დიდთოვლობა დაიწყო და ლარსის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, პურის ქარხნები დამოკიდებულნი იყვნენ იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან უნდა შემოსულიყო. ამ დრომდე 50 კილოგრამიანი ფქვილის ღირებულება იყო 65-70 ლარი, საბაჟოს გახსნის შემდეგ კი ფქვილის ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარზე. ამასთან ადგილზე წარმოებული ფქვილის ფასი 80 ლარია.

ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც არის ელ. ენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და წყალზე, რასაც ემატება ხელფასები, დისტრიბუცია, ეს ყველაფერი ფოკუსირდება ფასებში. შედეგად დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა საჭიროება ფასთწარმოქმნა გადაიხედოს.

ჩვენი, მეწარმეების გადაანგარიშებით დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებში გაიზრდება ფასი. თუ რუსეთიდან დაბალი ფასით შემოვა ფქვილი, ეს არსებულ ფასს შეგვანარჩუნებინებს, მაგრამ თუ კვლავ 75 ლარზე დაფიქსირდება ფქვილის ღირებულება, პურზე ფასის ცვლილება საჭირო გახდება"-განაცხადა მალხაზ დოლიძემ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.


"იფქლი დიღომის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზოგიერთი დასახელების პური გასულ კვირაშიც გაძვირდა.