COVID-19-ის კრიზისის ფონზე, ქვეყანაში ელექტრონული კომერციით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება გაზრდის ნაცვლად შემცირდა.
მაისის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ ელექტრონულ კომერციაზე სულ 260.4 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55.1 მილიონი ლარით, ანუ 17.4%-ით ნაკლებია. 2020 წლის პირველ 5 თვეში კი ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა 101 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით შემცირდა და მან 1.338 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, POS ტერმინალების მეშვეობით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განხორციელებული გადახდების მოცულობამ პიკურ მაჩვენებელს 2019 წლის დეკემბერში მიაღწია და ის 930 მილიონ ლარს შეადგენდა. 2020 წლის მაისში კი მისი მოცულობა 781.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 23.6%-ით მეტი იყო.