მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ჯავშნების უმეტესობა აღარ უქმდება – Expedia

5ec663cd30788
ნათია თაქთაქიშვილი
21.05.20 21:00
1295
ონლაინ მოგზაურობის სააგენტო Expedia აცხადებს, რომ მაისში ჯავშნების უმეტესობა აღარ უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანია აღნიშნავს, რომ რიგ მიმართულებებზე ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია, რაც გამოწვეულია ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებით.

Expedia აცხადებს, რომ სახლში გატარებული პერიოდის შემდეგ ხალხმა აქტიურად დაიწყო საზაფხულო შვებულებების დაგეგმვა.

ონლაინ მოგზაურობის სააგენტოს მიხედვით, მიმდინარე კვარტალში ჯავშნების რაოდენობა დაახლოებით 60%-ით იქნება შემცირებული ნაცვლად გასული კვარტლის 80%-ისა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავლები 15.3%-ით - 2.21 მილიარდ აშშ დოლარამდე არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.