მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Majorel-ი იყიდება - რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს კომპანიის ქართულ შვილობილს?

644a472d4fb1e
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.23 14:08
6913
ფრანგული გიგანტი Teleperformance ლუქსემბურგში დაფუძნებული Majorel-ის ყიდვას 3.3 მილიარდ დოლარად გეგმავს. ორივე კომპანია ერთსა და იმავე სფეროში საქმიანობს, რაც კორპორაციებისთვის ადამიანური რესურსებით აუთსორს სერვისების შეთავაზებაში გამოიხატება.

Majorel-ს გლობალურად 81 ათასი დასაქმებული ჰყავს, მათ შორის საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 2.4 ათასს აღემატებოდა (2021). გასულ წელს Majorel-ის გლობალური შემოსავალი 2.08 მილიარდ ევროს შეადგენდა. გაცილებით უფრო დიდი იყო ფრანგული Teleperformance-ის შემოსავალი, რაც 8.6 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამასთან Teleperformance-ი 410 ათას ადამიანს ასაქმებს.

ამ დროისთვის საჯაროა კომპანიის ქართული შვილობილის 2021 წლის ფინანსური ანგარიში.

დოკუმენტის თანახმად პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 173.4 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 50 მილიონი ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში პერსონალის ანაზღაურებაზე 82 მილიონი ლარი დახარჯა.

“მეიჯერელი გლობალურად შეიქმნა 2019 წლის იანვარში, ბერტელსმანის და საჰამის შერწყმის შედეგად, რაც მიზნად ისახავდა მომხმარებელთა მომსახურების წამყვანი ორგანიზაციის შექმნას. მეიჯერელი აერთიანებს Arvato CRM Solutions, Phone Group, ECCO Outsourcing და Pioneers Outsourcing. ყველა აღნიშნული კომპანია ერთიანი ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი.

კომპანია, საოპერაციო მიზნების განსახორციელებლად რამდენიმე სახეობის ძირითად რესურსზეა დამოკიდებული. მათგან უმთავრესია ადამიანური კაპიტალი - მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე. მეიჯერელ საქართველოში 2021 წლის თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა და 2,349-ს მიაღწია,”- ნათქვამია კომპანიის 2021 წლის მმართველობით ანგარიშში.

ამჟამად როგორც Teleperformance-ის, ასევე Majorel-ის ძირითადი საქმიანობა ისეთი ინდუსტრიების მომსახურებაა, როგორებიცაა: ავტოინდუსტრია, მოგზაურობა, ტექნოლოგიები, სოციალური მედიის აპლიკაციები, ელექტრონული კომერცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები