მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაკდონალდსის" ბურგერების პური მარკეტებშიც გაიყიდება - 26-მილიონიანი ინვესტიციით საწარმო იხსნება

60d2145721322
მარიამ იზორია
22.06.21 20:32
4003
მაკდონალდსის ინვესტიციით საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ლარია და საწყისად 30, წარმოების გაზრდის შემდგომ კი 100 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

როგორც „მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ საწარმოს მედიატურზე განაცხადა, წარმოება „მაკდონალდსის“ 18 ადგილობრივ რესტორანში იმპორტს სრულიად ჩაანაცვლებს, ამასთან „ბრედფილდის“ ბურგერების პური მალე საცალო ქსელურ მარკეტებშიც გაიყიდება და 2022 წლიდან პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებშიც გავა.

„ეს ევროპაში მეოთხე საწარმოა, რომელიც ასეთი მაღალი სტანდარტისა და ღირებულების ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, ეს ტექნოლოგიური ხაზი იმ ხარისხის მიღების საშუალებას მოგვცემს, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი ელოდება. „ბრედფილდს“ შესაძლებლობა აქვს ისეთი პროდუქტი აწარმოოს, რომლითაც სწრაფი კვების ობიექტები მომარაგდება, ჩვენი პროდუქცია მხოლოდ მაკდონალდსისთვის არ მზადდება, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოვიდეს და შეიძინოს, ჩვენი მიზანი ადგილობრივი პურ-ფუნთუშეულის სექტორში წარმოების მაღალი სტანდარტის დანერგვაა.“ - აღნიშნავს თემურ ჭყონია.

ინფორმაციისთვის, დარგის განვითარების მიზნით კომპანია საგანმანათლებლო პროექტებზეც იმუშავებს და სწორედ ამისთვის ქარხნის საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნაც იგეგმება.