საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრად ინიშნება. სამთავრობო ცვლილებებზე განცხადება პრემიერმა დღეს გააკეთა. ამასთან როგორც დღეს გახდა ცნობილი ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო უერთდება.
„მორიგი დემოკრატიული არჩევნები გვანიჭებს მანდატს გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა რომელიც პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოსახლეობის
კეთილდღეობას. ამისთვის ვგეგმავთ მთელ რიგ სტრუქტურულ ცვლილებებს. ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა პრემიერმა.

























