მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ღლონტი: რადიო "მაესტროს" ინკასო დაადეს...უსახსრობის გამო მედია გაჩერდება!

5ea151231ae3e
BM.GE
23.04.20 12:23
1317
რადიო “მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ კომპანიას ინკასო დაადეს.

“covid 19 პანდემიად გომოცხადებისთანავე ყველა მედიაში მნიშვნელივნად მოიკლო რეკლამამ, ხარჯებმა არა! მიუხედავად დიდი საფრთხისა რადიო "მაესტროს" ჟურნალისტები ყოველდღიურად მუშაობენ, რომ საკუთარ უზარმაზარ აუდიტორიას მიაწოდონ სასიცოცხლო ინფორმაცია. შემოსავლის უქონლობის გამო მათ ხელფასები გაუნახევრდათ! მენეჯმენტი რამდენიმე თვეა საერთოდ არ ვიღებთ ხელფასებს! ვთვლით რომ ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგელობაა. სწორედ ამ უბედურების დროს როცა ჩვენს თანამშრომლებს, ლამის საარსებო სახსრები აღარ აქვთ და საწვავის თანხას ძლივს ვაგროვებთ, ჩვენმა

ხელისუფლებამ 3000 ლარის გამო დაგვადო ინკასო!

ეს ნიშნავს რომ უსახსრობის გამო მედია გაჩერდება!

შეგახსენებთ შემოსული თანხა მხოლოდ საწვავში და საარსებოდ სამყოფ ხელფასებში იხარჯებოდა.

დაგვადეს ინკასო!

როგორ ვამუშაოთ, საქართველოს ლამის მთავარი საინფორმაციო რადიო "მაესტრო"?
იქნებ ვინმემ რამე რჩევა მომცეთ... თორემ დარჩებით ბიძინა-მიშას მედია ამარა!”,- წერს მამუკა ღლონტი.